vesti
English Version დაგვიკავშირდით
company hot line
ქართული კლავიატურა
სამოგზაურო დაზღვევა

   შესაძლებელია ერთმა პატარა უსიამოვნებამაც კი გამოიწვიოს არა მხოლოდ მოგზაურობასთან დაკავშირებული სასიამოვნო შთაბეჭდილებების გაფუჭება, არამედ მთელი თქვენი გეგმების შეცვლაც კი.

   ჩვენ გირჩევთ წინასწარ იზრუნოთ ამაზე და სადაზღვევო კომპანია “ვესტი“-ში შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, რათა თქვენ დარწმუნებულნი იყოთ, რომ არასასიამოვნო მოულოდნელობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად აგინაზღაურდებათ. 

     სადაზღვევო კომპანია “ვესტის” სამოგზაურო დაზღვევის პოლისი გიცავთ მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.

   ჩვენთან სამოგზაურო დაზღვევის პოლისის შესაძენად საჭიროა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი და სულ რამოდენიმე წუთში თქვენი პოლისი მზად იქნება.


სამოგზაურო დაზღვევისას სადაზღვევო კომპანია “ვესტი” გთავაზობთ შემდეგ           პირობებს:

   • მოგზაურთა უბედური შემთხვევებისაგან და ავადმყოფობისაგან დაზღვევა;
   • ბარგის დაზღვევა;
   • მულტიპოლისი.
 
სამოგზაურო დაზღვევის პოლისი მოიცავს შემდეგი სახის დაფარვებს:
   • გადაუდებელი სამედიცინო (სასწრაფოს) მომსახურება;
   • ჰოსპიტალიზაცია;
   • გადაუდებელი ამბოლატორიული მკურნალობა;
   • გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება;
   • დაზღვეულის რეპატრიაციის ხარჯების ანაზღაურება;
   • დაზღვეულის თანმხლები პირის რეპატრიაციის ხარჯების ანაზღაურება;
   • დაზღვეულის ვადაზე ადრე საქართველოში დაბრუნების ხარჯების ანაზღაურებას მისი ოჯახის წევრის (მეუღლე,      შვილი, მშობელი, მკვიდრი და-ძმა) გარდაცვალების შემთხვევაში.
     სურვილისამებრ ასევე შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ ბარგის დაზღვევა.

   ავიაკომპანიის მიერ თქვენი კუთვნილი ბარგის დაკარგვის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია “ვესტი” აანაზღაურებს თქვენზე მოყენებულ ზარალს. 

   ვესტი ასევე გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევის მულტიპოლისს, რაც წარმოადგენს მრავალჯერად სამოგზაურო პოლისს, რომელიც საშუალებას იძლევა უცხოეთში ხშირი გამგზავრებისას თავიდან იქნეს აცილებული პოლისის რამდენჯერმე განახლების პროცედურა.


© 2009 შ.პ.ს. << სადაზღვევო კომპანია
<< ვესტი >>
საიტის დიზაინი:   Rati Ratiani
გამოხმაურება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე
შეკითხვა ჩვენი კომპანიის მიმართ -
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
შეტყობინების გაგზავნა
ცენტრალური ოფისი
სადაზღვევო კომპანია ”ვესტი”
საქართველო, ქ. თბილისი,
0179 ნინო რამიშვილის ქ. №5
ტელ: (+995 32) 200 149
Rambler's Top100