|
|
 |
 |
|
ტვირთის დაზღვევა |
|
|
|
იმისათვის, რომ ტვირთის ტრანსპორტირების დროს სხავადსხა არასასიამოვნო მოულოდნელობასთნ დაკავშირებული ფაქტების გამო არ წააწყდეთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს, ჩვენ გირჩევთ წინასწარ იზრუნოთ ამაზე და სადაზღვევო კომპანია “ვესტი”-ში შეიძინოთ ტვირთის დაზღვევის პოლისი.
ფინანსური დანაკარგების რისკი ტვირთის დაზღვევაში გულისხმობს ტრანსპორტირების დროს ტვირთის დაკარგვით და დაზიანებით გამოწვეულ ზარალს. სადაზღვევო კომპანია “ვესტი” უკვე რამოდენიმე წელია აწარმოებს ტვირთის დაზღვევას.
ჩვენ გთავაზობთ საიმედო სადაზღვევო დაცვას ტვირთის მფლობელთათვის ტვირთის ტრანსპორტირების დროს.
სადაზღვევო კომპანია “ვესტის” ტვირთის დაზღვევის პოლისი გაძლევთ გარანტიას, რომ აგინაზღაურდებათ ტვირთის გადაზიდვის დროს, ტვირთის დაკარგვითა და დაზიანებით გამოწვეული ფინანსური ხარჯები.
დაზღვევის ობიექტები :
• ნებისმიერი სახის საქონელი და პროდუქტი, ტრანსპორტირებული ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით მსოფლიო მაშტაბით;
• ტრანსპორტირებით გამოწვეული დამატებითი ხარჯები;
სადაზღვევო რისკები:
• ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურება
• ხანძარი
• აფეთქება
• შეჯახება
• გადაბრუნება
• ჩაძირვა
• ჩამოვარდნა
• ქურდობა
• ძარცვა
• ყაჩაღობა
• მესამე პირის მიერ ტვირთის დაზიანება განზრახ ან გაუფრთხილებლობით
• ტვირთის დაკარგვა განზრახ ან გაუფრთხილებლობით
• ტვირთის დაზიანება ან განადგურება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების/ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგად.
• ზარალი ან ხარჯი რომელიც გაწეულია შეგნებულად და კანონზომიერად სატრანსპორტო საშუალებების, ფრახტის და სატრანსპორტო საშუალებებით გადასაზიდი ტვირთების საერთო საშიშროებისაგან გადასარჩენად.
• დამზღვევის მიერ გაწეული ყველა აუცილებელი და მიზანმიმართული ხარჯი ტვირთის გადარჩენის ან ზარალის შესამცირებლად.
• ტვირთის დაზიანება ან განადგურება გადასაზიდი საშუალებების ერთმანეთთან, მოძრავ ან უძრავ საგნებთან შეჯახებისას
• ტვირთის დაზიანება ან განადგურება ხომალდის მეჩეჩზე დაჯდომისას,
• ხომალდის ყინულით დაზიანება, ხომალდში წყლის გაჟონვა
• ტვირთის დაზიანება ან განადგურება გადასაზიდ საშუალებებზე ან მათ მახლობლად ხანძრის, აფეთქების შედეგად, ასევე ზარალი გამოწვეული ხანძრის ჩაქრობის, ტვირთის გადარჩენის შედეგად
|
|