vesti
English Version დაგვიკავშირდით
company hot line
ქართული კლავიატურა
ფინანსური რისკების დაზღვევა
ფინანსური რისკების დაზღვევა _ კრედიტების, საბირჟო და სავალუტო რისკების, ვალუტის კურსის ცვლილების, მოგების დაკარგვის, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გატარების დროს წარმოქმნილი ფინანსური პასუხისმგებლობის და სხვა ფინანსური კატეგორიების დაზღვევა.

კრედიტის დაზღვევა:

კრედიტის დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს კრედიტის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ გასაცემი კრედიტის ან კრედიტის დაუფარაობაზე კრედიტის ამღები ფიზიკური თუ იურიდიული პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა.
კრედიტების დაზღვევა იცავს მიმწოდებლის ან კრედიტორი ბანკის ინტერესებს დებიტორთა გადახდის უუნარობის შემთხვევაში.

საბირჟო და სავალუტო რისკების დაზღვევა:
საბირჟო რისკების დაზღვევა გულისხმობს როგორც ბირჟის, ასევე კლიენტის ფინანსური ინტერესის დაცვას. დაზღვევის საგანი აგრეთვე შეიძლება იყოს ინვესტორის დანაკარგები რომელიც გამოწვეული იქნება ბირჟის წევრის გადახდისუუნარობის ან თაღლითობის გამო.
სავალუტო რისკების დაზღვევა გულისხმობს შემდეგი დანაკარგებისაგან დაზღვევას:
საექსპორტო პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები, თუ იმპორტიორი უარს აცხადებს პროდუქციის მიღებაზე;
უცხოელი პარტნიორის გაკოტრების ან ფინანსური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში მიღებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობისას;
კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული დანაკარგები;
საბირჟო და სავალუტო რისკების დაზღვევისას გამოიყენება დიფერენცირებული სატარიფო განაკვეთი
სადაზღვევო თანხიდან.

საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გატარების დროს წარმოქმნილი ფინანსური პასუხისმგებლობა:
ფინანსურ რისკებს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გატარების დროს წარმოქმნილი ფინანსური რისკების დაზღვევა. ამ შემთხვევაში სარგებელშემძენია საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი.
სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის დაკარგვით, გაძარცვით და განადგურებით მიღებული ზარალი, რაც გამოწვეულია ძალის გამოყენებით.
სადაზღვევო ტარიფი დამოკიდებულია დამზღვევის ტვირთბრუნვის საშუალო წლიურ მოცულობაზე
ხელშეკრულებით ყოველი გადაზიდვა უნდა იყოს განცხადებული სადაზღვევო კომპანიაში მისი საზღვრის გადმოკვეთამდე.


© 2009 შ.პ.ს. << სადაზღვევო კომპანია
<< ვესტი >>
საიტის დიზაინი:   Rati Ratiani
გამოხმაურება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე
შეკითხვა ჩვენი კომპანიის მიმართ -
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
შეტყობინების გაგზავნა
ცენტრალური ოფისი
სადაზღვევო კომპანია ”ვესტი”
საქართველო, ქ. თბილისი,
0179 ნინო რამიშვილის ქ. №5
ტელ: (+995 32) 200 149
Rambler's Top100