vesti
English Version დაგვიკავშირდით
company hot line
ქართული კლავიატურა
სავალდებულო

    მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ყოველ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. მფლობელი, რომელიც არ დააზღვევს თავის სამოქალაქო პასუხისმგებლობას “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის” კანონით განსაზღვრულ ვადებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მას ეკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და ამ კანონით განსაზღვრული წესითა და ოდენობით. 


  ავტომოტოტრანსპორტის მფლობელს ეძლევა სადაზღვევო პოლისი წარმდგენზე, რომელშიც ფიქსირდება ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური მონაცემები. 

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი კისრულობს ვალდებულებას ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში გაათავისუფლოს დაზღვეული იმ მატერიალური პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო.


   ამ კანონის ნორმები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი მიყენებულია ავტომოტოტრანსპორტის დატვირთვა-გადმოტვირთვისას და საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის შიდა ტერიტორიაზე მისი მოძრაობისას. ამ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების საერთო წესის შესაბამისად. 


მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ტექნიკურად გამართულ ავტოტრანსპორტზე


   წლიური სადაზღვევო შესატანის სიდიდე, რომელსაც იხდის თითოეული ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი, გამოიანგარიშება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. 


   თუ ზიანი მიადგა რამდენიმე მოქალაქის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე აუნაზღაურდება ზიანი ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ოდენობით. 
მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მოიცავს სასამართლო ხარჯებს, რომლებიც გაწეული იქნება მზღვეველის თანხმობით დაზარალებულის მოთხოვნისაგან დაცვისათვის



© 2009 შ.პ.ს. << სადაზღვევო კომპანია
<< ვესტი >>
საიტის დიზაინი:   Rati Ratiani
გამოხმაურება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე
შეკითხვა ჩვენი კომპანიის მიმართ -
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
შეტყობინების გაგზავნა
ცენტრალური ოფისი
სადაზღვევო კომპანია ”ვესტი”
საქართველო, ქ. თბილისი,
0179 ნინო რამიშვილის ქ. №5
ტელ: (+995 32) 200 149
Rambler's Top100