|
|
 |
 |
|
სახელმწიფო პროგრამები |
|
|
|
ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.
სადაზღვევო პაკეტის რირებულება სეადგენს წელიწადში 60 ლარს. სახელმწიFო იხდის 67%-ს, რაც თვეში შეადგენს 3.35ლარს, ხოლო წელიწადში 40.20 ლარს. ასე რომ მოქალაქეს ჯანმრთელობის იაფი დაზღვევა თვეში 1.65 ლარი, ხოლო წელიწადში კი 19.80 ლარი უჯდება. თანხის გადახდა ხდება ერთჯერადად დაზღვევისთანავე, რაც სეადგენს 19.80 ლარს.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა
ჩვენ ვმონაწილეობთ და წარმატებით ვანხორციელებთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას, ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენთან დაზღვეულია ათიათასობით მოქალაქე, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან მარალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად თქვენ დაგირიგდებათ ვაუჩერები. გადაეცით თქვენი ვაუჩერი სადაზღვევო კომპანია “ვესტი”-ს და ჩვენს მიერ დაფარულ იქნება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები:
1. ამბოლატორიული მომსახურების ხარჯები, რომლებიც არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დამტკიცებული პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით;
2. გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურება;
3. ოჯახის ექიმის ექთნის, ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია და ბინაზე სამედიცინო მომსახურება საჭიროების შემთხვევაში
4. ექიმის დანიშნულებიტ ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმიურ ჰოსპიტალიზაციასტან დაკავშირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები
5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის კერძოდ შშმპ-ს სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა
6. სტაციონალური მომსახურების ხარჯების ანაზრაურება
7. გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, მათ შორის გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია
8. გეგმიური ქირურგიული ოპერაციები სადაზრვევო წლიური ლიმიტი 15000ლარი
9. ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის ხარჯები, სადაზრვევო წლიური ლიმიტი 12000ლარი
10. მშობიარობასტან დაკავშირებული ხარჯები – 400ლარი
საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ_ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულებების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევა
გადაეცით თქვენი ვაუჩერი სადაზღვევო კომპანია “ვესტი”-ს და პროგრამით გათვალისწინებულის გარდა მიიღეთ დამატებითი მომსახურება:
1. ამბოლატორიულ დონეზე ექიმის დანიშნულებით დამატებითი კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები 100%;
2. ექიმის დანიშნულებით მარალტქნოლოგიური გამოკვლევები: კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია, კტ-ანგიოგრაფია 100%
3. სტაციონალური მომსახურების მიღებისას თავისუფალი არჩევანი
4. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება
5. ფასდაკლება გეგმიური სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურების მიღებისას
6. ფასდაკლება მედიკამენტებზე 14-20%
7. უბედური შემთხვევის შედეგად გამოწვეული ოჯახის წევრების სტაციონალური მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ლიმიტით – 3000 ლარი (ოჯახის წევრებში იგულისხმება მეუღლე და შვილები)
|
|