|
|
 |
 |
|
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა |
|
|
|
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო შემთხვევა არის, დამზღვევის მიერ მესამე პირის ჯანმრთელობისთვის ან ქონებისთვის უნებლიე ან გაუფრთხილებელი მოქმედებით ზიანის მიყენება.
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხდება ქონების აღდგენითი ღირებულების მიხედვით სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.
სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვლება მოვლენები, რომლებიც: გამოწვეულია საომარი მოქმედებებით, დაზღვეულის განზრახ ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით, დაზღვეულის ალკოჰოლური, ტოკსიკური ან ნარკოლოგიური ნივთიერების გავლენის ქვეშ ყოფნისას.
სადაზღვევო ტარიფი გაიანგარიშება ყოველი ცალკეული სადაზღვევო ხელშეკრულებისათვის ინდივიდუალურად, ანკეტაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.
სადაზღვევო კომპანია „ვესტი“-ში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ:
• სახმელეთო ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა;
• სახმელეთო ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი დაზღვევა;
• გადამზიდველის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა;
• მეიჯარეთა (არენდის გამცემი) სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.
• მოიჯარეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.
• სამოქლაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მედიკამენტების კლინიკური (კლინიკურამდე) გამოკვლევისას.
• სასტუმროთა კომპლექსის პასუხისმგებლობის დაზღვევა.
• საწყობის ოპერატორების სამოქალაქო პასუხიმგებლობის დაზღვევა.
• იმ კომპანიათა პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლებიც ახორციელებენ პროფესიონალურ დასუფთავებას.
• იმ კომპანიათა პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლებიც მართავენ უძრავ ქონებას.
• იმ ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლებიც ახორციელებენ მასობრივ, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებებს.
• დამსაქმებელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა
• მეწარმეთა პასუხიმგებლობის დაზღვევა საქონლის, საქმიანობასა და მომსახურებაზე.
• სავაჭრო კომპლექსის მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა.
• მეწარმეთა, გამყიდველთა და შემსრულებელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა ზიანის მიყენებისათვის რომელიც შედეგია სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევისა.
• გადამზიდველის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა:
|
|