|
|
 |
 |
|
სასარგებლო ბმულები |
|
|
|
სადაზღვევო ტერმინთა განმარტებანი:
მზღვეველი – სადაზღვევო კომპანია
დამზღვევი – პირი რომელიც დებს ამ ხელშეკრულებას მზღვეველთან და იხდის შესაბამის სადაზღვევო პრემიას;
მოსარგებლე – პირი, რომელიც ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება;
ფრანშიზა – არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელზეც მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი, დგინდება მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთშეთანხმებით და მითითებულია შესაბამის სადაზღვევო პოლისში;
სადაზღვევო რისკი – მოვლენა, რომლის მოხდენაც იწვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომას;
სადაზღვევო შემთხვევა – მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას, რომელიც დასტურდება შესაბამისი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ აქტით;
სადაზღვევო თანხა – მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება და მითითებულია სადაზღვევო პოლისში;
სადაზღვევო ანაზღაურება – თანხა, ქონება, ან მომსახურება, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით მზღვეველისაგან ეკუთვნის დამზღვევს/მოსარგებლეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას;
სადაზღვევო პრემია – თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს დამზღვევმა მზღვეველს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის საფასურად, რომელიც დგინდება მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთშეთანხმებით და მითითებულია სადაზღვევო პოლისში;
დაზღვევის ტერიტორია – ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება დაზღვევის მოქმედება და რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში;
სადაზღვევო პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ძალაშია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევა და მითითებულია სადაზღვევო პოლისში.
სადაზღვევო პოლისი – დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი
დაზღვევის განაცხადი-ანკეტა – მზღვეველის მიერ დადგენილი კითხვარის ფორმა, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის განხორციელების საფუძველია.
უფლებამოსილი მძღოლი – პირი, რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში, როგორც უფლებამოსილი მძღოლი, რომელსაც გააჩნია მართვის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. უფლებამოსილი მძღოლის წლოვანება არ უნდა იყოს 21 წელზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს.
ორთოპედიული სტომატოლოგიური მომსახურება – ითვალისწინებს, მზღვეველის მიერ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებაში, პროტეზირების, ხიდის დამზადებისა და გვირგვინის გადაკვრის ხარჯების ანაზღაურებას;
უბედური შემთხვევა _ იგულისხმება, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, გარეშე მექანიკური ძალის ზემოქმედებით, ტრავმით გამოწვეული მუდმივი შრომისუუნარობა. აღნიშნული მოდულით განსაზღვრული სადაზღვევო მომსახურება არ ვრცელდება 60 წლის და მეტი ასაკის დაზღვეულებზე. მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურებას ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით გადასცემს მოსარგებლეს ან მის ოფიციალურ მეურვეს (მოსარგებლე პირი) საჭირო დოკუმენტაციის (მუდმივი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაზრვეულის ან მეურვის (მოსარგებლე პირი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაზღვევო პოლისი) მიღებიდან 45 დღის განმავლობაში. Aრ ითვალისწინებს გარდაცვალებას;
პრეტენზია _ დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის წინასწარ განსაზღვრული ფორმით წერილობითი შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ;
პროფილაკტიკური გამოკვლევები – ითვალისწინებს, მზღვეველის მიერ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო ჩვენების გარეშე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას - ერთი სპეცკონსულტაცია (ოჯახის ექიმი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი), სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა სისხლში, ე.კ.გ.;
თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურება – ითვალისწინებს, მზღვეველის მიერ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებაში, სტომატოლოგის კონსულტაციის, დიაგნოსტიკური მანიპულაციების, კბილის დაბჟენის ღირებულების ანაზღაურებას;
სასწრაფო სამედიცინო დახმარება _ ითვალისწინებს, სამედიცინო ჩვენებით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებას, ადგილზე სამედიცინო მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში დაზღვეულის ვიტალური ფუნქციების შენარჩუნებით შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო დაწესბულებაში ტრანსპორტირებას;
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება _ ითვალისწინებს, მზღვეველის მიერ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო ჩვენებისას, პირადი ექიმის მიერ დანიშნული ამბულატორიული მომსახურების (სპეცკონსულტაცია, კლინიკური, ინსტრუმენტული, ლაბორატორიული გამოკვლევებისა და ამბულატორიული მანიპულაციების) ხარჯების ანაზღაურებას, გარდა მაღალტექნოლოგიური (მრტ, კტ, ანგიოგრაფია) კვლევებისა;
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება _ ითვალისწინებს სამკურნალო და დიაგნოსტიკური ღონისძიებების ერთობლიობას, რომლის გადავადების პირობებში მოსალოდნელია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელსაც არ ესაჭიროება სტაციონარული სამედიცინო მომსახურება;
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება _ ითვალისწინებს სამედიცინო ჩვენებით, შესაბამისი ლიცენზიების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში დაზღვეულისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც საჭიროებს 24 (ოცდაოთხ) საათზე მეტი ხნით დაზღვეულის სტაციონარში განთავსებას;
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება _ ითვალისწინებს სამედიცინო ჩვენებით, შესაბამისი ლიცენზიების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში დაზღვეულისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებას რომლის გადავადების პირობებში მოსალოდნელია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და საჭიროებს დაზღვეულის ჰოსპიტალში 24-სთ-ზე მეტი ხნით დაყოვნებას;
მედიკამენტები _ ითვალისწინებს, მხოლოდ პირადი ექიმის მიერ, სამედიცინო ჩვენებით დანიშნული მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას, მზღვეველის მიერ მითითებულ, ლიცენზირებულ სააფთიაქო დაწესებულებებში;
ორსულობა/მშობიარობა _ გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის, ფიზიოლოგიურ და გართულებულ მშობიარობასთან, მათ შორის საკეისრო კვეთასან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, შესაბამისი ლიცენზიების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში;
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება _ ითვალისწინებს, პირველადი სტომატოლოგიური დახმარების
(კბილის მწვავე ტკივილის გაყუჩება (ანესთეზია), კბილის ამოღება (ექსტრაქცია), არხის გახსნა) ხარჯების ანაზღაურებას;
|
|