 |
 |
|
ავტო კასკო |
|
|
|
სადაზღვევო კომპანია ”ვესტი”-ში ავტო-კასკოს დაზღვევა შესაძლებელია მოხდეს დამზღვევის სურვილისამებრ სრულად ან ნაწილობრივ. ჩვენთან ავტო-კასკოს სრული დაზღვევისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელი იღებს სრულ ფინანსურ დაცვას ისეთი სადაზღვევო რისკებისაგან, როგორიცაა:
• გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება,
• ქურდობა,
• ძარცვა,
• ყაჩაღობა,
• ავტოსაგზაო შემთხვევა,
• მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება,
• უბედური შემთხვევა,
• ხანძარი,
• აფეთქება,
• მეხის დაცემა,
• საგნის დაცემა.
“ვესტი” ასევე გთავაზობთ უფლებამოსილი მძღოლების მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას და
მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევას.
ავტო-კასკოს ნაწილობრივი დაზღვევისას იფარება მხოლოდ იმ რისკებისაგან გამოწვეული ზარალი, რომელიც დამზღვევს აქვს არჩეული “ვესტი”-ს ავტო-კასკოს ანკეტა-განაცხადის შევსების დროს.
სადაზღვევო კომპანია ვესტი თქვენ გაძლევთ სრულ თავისუფლებას სადაზღვევო რისკების არჩევაში, რაც თავისმხრივ თქვენ გაძლევთ საშუალებას არ გადაიხადოთ ზედმეტი თანხა იმ რისკების დაზღვევაში რომელიც თქვენ არ გჭირდებათ.
ავტო-კასკოს დაზღვევის პირობების თანახმად არ იფარება ზარალი, თუ:
• იგი გამოწვეულია დამზღვევის ან მისი ოჯახის წევრის წინასწარგანზრახული ქმედებით;
• იგი გამოწვეულია საომარი მოქმედებით, სამოქალაქო მღელვარებით და გაფიცვებით;
• თუ გაუკეთდა კონფისკაცია, დაკავებულია,
• მფლობელი იმყოფებოდა ალკოჰოლურ ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
• ავტომობილის სასწავლო მიზნით გამოყენებისას;
• დადგენილი ბუნბრივი ცვეთის შედეგად.
|