|
|
 |
 |
|
ავტო დაზღვევა |
|
|
|
მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში არსებული პრაქტიკის მიხედვით დაზღვევის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა. ეს ერთის მხრივ განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელთა რაოდენობის სწრაფი ზრდით, ხოლო მეორე მხრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული საშიშროების მაღალი დონით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებას მიეკუთვნება: მსუბუქი, სატვირთო, სამგზავრო, მიკროავტობუსი, მოტოციკლი, ტრაქტორი და მინიტრაქტორი,
დაზღვევას ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო რეგისტრაციის დადგენილი წესით.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევას უკავშირდება:
• ავტოკასკოს დაზღვევა;
• სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა;
• დაზღვევა ყველა სახის რისკისგან;
• საექსპორტო-საიმპორტო ტვირთის დაზღვევა;
• შიდა ტერიტორიაზე ტვირთის გადატანისას დაზღვევა;
• უბედური შემთხვევისგან დაზღვევა.
|
|